Accentnews.ge
ჰერჩინსკი - 12 პირობაზე: „არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ველოდებით გადაწყვეტილებებს“

ჰერჩინსკი - 12 პირობაზე: „არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ველოდებით გადაწყვეტილებებს“

18/01/2023 13:27:51 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტში მორიგი შეხვედრები გამართა, შემდეგ კი მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, განიხილებოდა ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები.

„დღეს გავაგრძელე შეხვედრები პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, აგრარულ საკითხთა, გენდერული თანასწორობის, საბიუჯეტო და ფინანსური, ახალგაზრდობისა და სპორტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს დაახლოება ევროკავშირის პრინციპებსა და სტანდარტებთან, რაც მიმდინარე პროცესია. გავაგრძელებ შეხვედრებს სხვა კომიტეტის წევრებთანაც. ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ საკითხებზე და უზრუნველყოფას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უახლოვდებოდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და პრინციპებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან ისაუბრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის 12 პირობაზე და თქვა, რომ „არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს“. მან მაგალითად მოიყვანა სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი.

ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ არცერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება:

„სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ პარლამენტში ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელებს, როგორებიცაა ვენეციის კომისია და „ოდირი“, მიმართეს მოსაზრებისთვის. ვიცი, რომ როდესაც ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა განახლდება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით მკაფიოდ დიდი პროგრესია, სხვებზე მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ამას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს. წლის ბოლოსთვის პროგრესი შეფასდება ჯერ ევროპული კომისიის მიერ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას 27 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. რეკომენდაციები ქართველებს გასულ წელს მისცეს. მუშაობა გრძელდება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და კომისიის მოსაზრება იქნება მიღებული საქართველოს ევროპული მისწრაფების სასარგებლოდ. ამ დროისთვის არ მსურს პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ეს სამუშაო პროცესია. ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება არცერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S