ბოკერია – ლავროვის განცხადებაზე: "კიდევ ერთი სიმპტომი, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან"
18/01/2023 13:49:34 პოლიტიკა
პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებს, როდესაც საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და მისი აგრესიისგან არის დაუცველი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქებას სიტყვებს საქართველოს ხელისუფლებისადმი.
ბოკერიას აზრით, ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის აგრესიისგან:
„ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს. გაიხსენოს რა მოუვიდა ჩვენ მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, რა მოუვიდა იანუკოვიჩს. ამიტომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის აგრესიისგან”.
იხილეთ ასევე: ოდიშარია ლავროვის განცხადებაში ენმ–ის „კვალს“ ხედავს


