Accentnews.ge
ღარიბაშვილი ვუჩიჩს შეხვდა

ღარიბაშვილი ვუჩიჩს შეხვდა

18/01/2023 14:10:37 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველი საკითხები იყო საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას:

"საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები".

პრემიერ-მინისტრმა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S