Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ"

ირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ"

19/01/2023 11:57:43 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრაზე მხარეებმა პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სულთან აჰმედ ბინ სულეიმი ქვეყანაში არსებული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია" - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ.

,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან. საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

DP World-ი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 10.7 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. DP World-ს მსოფლიოში 78 მოქმედი საზღვაო და შიდა ტერმინალის პორტფელი აქვს და მასში 56000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S