Accentnews.ge
პრემიერი: უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ

პრემიერი: უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ

19/01/2023 14:22:25 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ.

ამის შესახებ პრემიერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

"თქვენ ბრძანეთ უკრაინაში მიმდინარე ომი - ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება და მგონი ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ გააქტიურდა და გაიზარდა., ამიტომ როგორც ბატონმა ალიევმა ბრძანა, ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყახაზეთთან, თურქეთთან, ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გაგვაჩნია. ჩვენ დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში, აქვე მინდა ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომლებიც შენდება, 2024 წლისთვის დასრულდება, 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას.

აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა შავ ზღვაზე. ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით" - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.

„პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S