დეგნანი: "საქმეები, რომლებიც წარმოშობენ კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან, მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, ნდობას უთხრის ძირს“
20/01/2023 11:43:32 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, როდესაც ხალხს უჩნდება კითხვები საქმეების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს.
ამასთან, დიპლომატმა ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთელი საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ "უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის საქმე, რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გაჩნდა ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით".
„შეერთებული შტატები დიდი ხანია მუშაობს საქართველოსთან ერთად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს. მაგრამ ამის მსგავსი საქმეები, რომელიც წარმოშობს კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს მხოლოდ კანონის მიმართ ნდობას უთხრის ძირს“, - განაცხადა დეგნანმა.


