Accentnews.ge
ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ - კარლ ბილდტი

ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ - კარლ ბილდტი

23/01/2023 05:59:48 პოლიტიკა

საქართველოს რეჟიმის უარი მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობაზე საზღვარგარეთ ნამდვილად სამარცხვინოა, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

„ვეთანხმები ანე აპლბაუმს, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა თბილისში ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ“, - წერს კარლ ბილდტი.

მანამდე, ამერიკელმა ჟურნალისტმა ანე აპლბაუმმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სააკაშვილი „არ იმსახურებს ნელ სიკვდილს და დროა, აშშ-მა და ევროპულმა დიპლომატიამ გაათავისუფლოს ის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S