Accentnews.ge
გახარია: "ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში მისი პარტია CNN-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს - დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად"

გახარია: "ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში მისი პარტია CNN-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს - დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად"

23/01/2023 14:25:41 პოლიტიკა

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად გაერთიანდეს.

გიორგი გახარია ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის, პარტიის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტია CNN-ს „ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.

„ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ადანაშაულებს CNN-ს და მის ჟურნალისტს შეთქმულებაში ჩართულობაში ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ, იმ კითხვის გამო, რაც ჟურნალისტმა დასვა ბრალდებაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად”, - წერს გახარია „ტვიტერზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S