Accentnews.ge
კალაძე – „ლაგუნა ვერეზე“: "დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება"

კალაძე – „ლაგუნა ვერეზე“: "დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება"

25/01/2023 07:44:13 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ლაგუნა ვერეს“ პროექტს ანგაჟირებული ადამიანები იყენებენ პოლიტიკურად და რომ მისი განხორციელების შემდეგ, მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა.

„მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია. ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც, ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის“,-განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა შენარჩუნდება.

„არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს, შესაბამისად, დაგეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდება კონკრეტული პროექტის სახით“,-განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: „ქართუ“ "ლაგუნა ვერესთან" 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S