Accentnews.ge
"მშვიდობის ფორმულა", ორმხრივი დიალოგი, ფრენების აღდგენა, სააკაშვილის საქმე: უკრაინის საგარეო იუწყება საქართველოს ელჩთან განხილული საკითხების შესახებ

"მშვიდობის ფორმულა", ორმხრივი დიალოგი, ფრენების აღდგენა, სააკაშვილის საქმე: უკრაინის საგარეო იუწყება საქართველოს ელჩთან განხილული საკითხების შესახებ

25/01/2023 17:08:24 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროში მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის შეხვედრის შესახებ.

როგორც აღინიშნა, მინისტრის მოადგილემ ქართველ დიპლომატს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.

შეტყობინების მიხედვით, პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება. ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის მოადგილემ „ამ კონტექსტში გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო".

"თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში, ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისი დიალოგის გააქტიურება.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში ნახსენები საკითხები, მათ შორის ფრენების შესაძლო აღდგენასა და მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდი არაა ნახსენები.

დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში იყო დაბარებული უკრაინის ელჩის მოვალეობის მემსრულებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S