კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კვლავ ბექაური იქნება
26/01/2023 12:02:22 პოლიტიკა
კახა ბექაური მომავალი სამი წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იქნება. ის ამ თანამდებობაზე მესამედ აირჩიეს. ბექაურს კონკურენტი არ ჰყოლია.
ბექაური კომისიის წევრი 2014 წელს გახდა, მეორე ვადით კი პარლამენტმა 2019 წელს აირჩია.
კახა ბექაური კომისიაში მუშაობამდე რამდენიმე ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ბოლოს - „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას – „მეცხრე არხს” მართავდა.


