Accentnews.ge
მაჭარაშვილი: კინზინგერი არ არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ვუპასუხო

მაჭარაშვილი: კინზინგერი არ არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ვუპასუხო

26/01/2023 14:01:05 პოლიტიკა

ადამ კინზინგერი არ არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ვუპასუხო, რადგან ისიც კი არ იცის, საქართველოში რუსეთის ელჩი არის თუ არა, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კინზინგერი ამბობს: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, კინზინგერს წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას.

„იქნებ ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს. არანაირად არ მიკვირს, რომ კინზინგერმა არ იცოდეს, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ეს იმიტომ არ მიკვირს, რომ მას წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას. როგორც ჩანს, მატერიალური თვალსაზრისით სხვადასხვა ვალდებულება აქვს არა მხოლოდ კინზინგერს, არამედ, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს, ვინც ასეთ არასწორ და არასამართლიან განცხადებას აკეთებს. როცა ყოფილი კონგრესმენი საქმის კურსში არ არის, რომ რუსეთის ელჩი საქართველოში არ ზის, ხომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ წერილებს წერს და რა წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებაზე. საქართველო სად მდებარეობს და ქართულ საზოგადოებას რა მენტალობა აქვს, ეს მაინც უნდა იცოდე და ამის შემდეგ აკეთო განცხადებები. ადამ კინზინგერი არ არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ვუპასუხო, რადგან ისიც კი არ იცის, საქართველოში რუსეთის ელჩი არის თუ არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის:

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“ – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S