Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

30/01/2023 06:14:55 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

"ბოლო მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო", – აცხადებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია.

პარტიის შიდა არჩევნებში გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი ამომრჩეველი ვერ იღებდა ხმის მისაცემად საჭირო ვერიფიკაციის კოდს, თუმცა ნაყოფიას თქმით, ეს პრობლემა გამოსწორდა.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდებოდა.

არჩევნების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ოთხი კანდიდატი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე მონაწილეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S