Accentnews.ge
კობა ნაყოფია: "პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ჩემს კანდიდატურას, დიდი ალბათობით, აღარ დავაყენებ"

კობა ნაყოფია: "პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ჩემს კანდიდატურას, დიდი ალბათობით, აღარ დავაყენებ"

30/01/2023 06:57:22 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ "დიდი ალბათობით" იგივე თანამდებობაზე საკუთარ თავს აღარ განიხილავს.

პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტშია დაგეგმილი.

"დიდი ალბათობით", - ასე უპასუხა მან კითხვას, ასრულებს თუ არა მარტში მუშაობას.

კითხვაზე, ხომ არ დატოვებენ პარტიას ნიკა მელიას მხარდამჭერები, კობა ნაყოფია ამბობს, რომ არჩევნების შედეგი დამდგარია და უკვე შეიძლება, ამაზე საუბარი.

მისი თქმით, არ იცის რა გეგმები აქვს ნიკა მელიას.

ნაყოფია ამბობს, რომ სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეშია, თავად პარტიაში დარჩება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S