
ხაბეიშვილი: "სააკაშვილის სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე გავიგე გამარჯვების შესახებ"
30/01/2023 07:27:00 პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია, მისი გადარჩენის საკითხია მთავარი და ჯერ სხვა კომენტარს ვერ გააკეთბს.
მისი თქმით, 14:00 საათზე მისი გუნდი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და იქ ისაუბრებს გამარჯვების შემდგომ პროცესსა და გეგმებზე.
„გზაში ვიყავი პრეზიდენტს სააკაშილის სასამართლოს მიმართულებით, როდესაც გამარჯვების შესახებ გავიგე. პირველი ნაბიჯი ცხადია, იქნება სააკაშვილთან დაკავშირებით", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.