Accentnews.ge
კირთაძე და ქამადაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში თანამდებობებს ტოვებენ

კირთაძე და ქამადაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში თანამდებობებს ტოვებენ

30/01/2023 07:30:33 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ბათუმში ენმ-ის ორგანიზაციაში გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს.

ისინი არჩევნებში პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გულშემატკივრობდნენ.

ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ პარტიის დატოვებას არ გეგმავს, თუმცა ტოვებს პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის "პოსტს". პარტიაში თანამდებობას ტოვებს მირტად ქამადაძეც, თუმცა კირთაძის მსგავსად არც ის განიხილავს პარტიის დატოვებას.

მირტად ქამადაძე ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრია.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S