კობა ნაყოფია: "პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს"
30/01/2023 07:35:15 პოლიტიკა
"მე პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში, ამიტომ მე პარტიას არ დავტოვებ. მაგის იმედი ნურავის აქვს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს:
"დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე”.
ნაყოფია არ ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად დაიშლება:
„არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა" არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


