გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა
30/01/2023 07:37:47 პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ახლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად!,“ – წერს მუმლაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


