Accentnews.ge
"ქართული ოცნების" პოზიცია ხაბეიშვილის გამარჯვების თაობაზე: "ეს არის ენმ–ის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა"

"ქართული ოცნების" პოზიცია ხაბეიშვილის გამარჯვების თაობაზე: "ეს არის ენმ–ის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა"

30/01/2023 07:45:16 პოლიტიკა

"ნაციონალურ მოძრაობას" მეტ დესტრუქციას მოუტანს", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ენმ–ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

მისი შეფასებით, ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიისთვის რაიმე წარმატების მომტანი არ იქნება.

„ფაქტია, რომ მიმართულება, რომელიც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ – საზოგადოებისთვის მეტი დესტრუქცია გაეჩინათ, ეს ხაზი იქნება შემდგომი მიმართულება, რაც ქართულმა საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა და არ მგონია, ამ პარტიას ამ მიმართულებით განვითარება მაინც და მაინც წარმატებას უქადის. არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიისთვის რაიმე წარმატების მომტანი იყოს. ეს არის [ენმ–ის] დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა. რეალურად, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ესკალაცია ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ვერ შეძლებენ თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში დარჩებიან ცალკეული პირები. ადამიანები, რომლებიც დაუფარავად მხარს უჭერდნენ ხაბეიშვილს. ისინი არიან ყველაზე უფრო დესტრუქციული და ფსკერზე მყოფი პოლიტიკოსები, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა და რომელიც ყველაზე მეტად ტოქსიკური იყო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"მასხარ, გილოცავ!", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის გამარჯვების ფაქტს.

„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, "ხაბე" თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი "ხაბე", მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე. "ხაბე" არის სიმბოლო "ნაცების" - მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას როგორ უნდა მუშაობა. გამიხარდება, თუ წინამორბედების შეცდომებზე ისწავლის და იმუშავებს, თუ არა და იქვე ჰყავს ბევრი ალტერნატივა და ამას თქვენც მალე ნახავთ”, - განაცხადა ზარქუამ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ხაბეიშვილი ზუსტად გამოხატავს ამ პარტიის დესტრუქციულ და ნახევრად კომიკურ სახეს":

"ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო, ისე იდეალურად უხდებოდნენ თავმჯდომარე და პარტია ერთმანეთს, როგორც ეს ხაბეა, ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", ძნელად წარმოსადგენია. ზუსტად გამოხატავდეს ამ პარტიის დესტრუქციულ და ნახევრად კომიკურ სახეს და მდგომარეობას, მოცემულობას, ალბათ სხვა თავმჯდომარე ისეთი წარმატებით ვერ შეძლებდა, რასაც ხაბეიშვილი შეძლებს და იმ გზას, რაც აქვს ენმ-ს დიდი ხანია აღებული ჭაობში ყოფნის და საბოლოოდ თვითლიკვიდაციის, ბრწყინვალედ, "ღირსეულად" შესრულებს ის კომიკური თავმჯდომარე, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია". [...] მეტი რა უნდა დამართნოდათ, როდესაც ადგნენ და პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიეს, ამაზე მძიმე განაჩენს საკუთარი თავისთვის ენმ ვერ გამოიტანდა".

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S