Accentnews.ge
წითლიძე ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს: "ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე"

წითლიძე ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს: "ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე"

30/01/2023 08:10:15 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი ანი წითლიძე ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ "ახლა მთავარია პარტია დამშვიდდეს".

"არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ერთიანობა არის მთავარი. არც იმას აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა შედეგი. ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე. გამარჯვებულმა უნდა შეძლოს დამარცხებულისთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა პარტიის შიგნით. ამ პროცესში მე ვიქნები დამარცხებულის მხარეს. ნიკა მელია - დიდი იმედი მაქვს შენი სწორი პოზიციის, მეც და იმ ათასობით ამომრჩეველსაც ვინც შენ მოგცა ხმა. რეალურად ეს გამარჯვება საზეიმო კი არა უდიდესი პასუხისმგებლობა არის. ლევან ხაბეიშვილი - გილოცავ, წარმატებები, გამარჯვებები. უპირველესი რაც უნდა შეძლო არის ყველას გაერთიანება მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა. ეს გვჭირდება სწრაფად მწყობრში ჩასადგომად", – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S