Accentnews.ge
ალასანია: "სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა, მისი დიდი სურვილია, დაშლაზე არ იყოს საუბარი"

ალასანია: "სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა, მისი დიდი სურვილია, დაშლაზე არ იყოს საუბარი"

30/01/2023 08:21:11 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, დიდი სურვილი აქვს, პარტიაში ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია.

"არანაირი არც არჩევნების პროცესში, არც თვითონ ეს იდეა, არაფერში არ ჩარეულა, მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა, ეს პოზიცია არის, ძალიან დიდი პატივს ვცემო ნიკა მელიასო. მიმაჩნია, რომ იგი ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა დღეს ვულოცავო ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს. და კიდევ ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს საუბარი", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S