ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს: "მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში"
30/01/2023 08:37:16 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია გამარჯვებას ულოცავს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მის კონკურენტ ლევან ხაბეიშვილს.
მან დამარცხების შემდეგ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუმცა რა როლი ექნება პარტიაში ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
"ამ ბრძოლაში მე გააზრებულად შემოვუერთდი დიდ გუნდს 2013 წელს და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევაც მსურდა, არის მიუღწეველი და ამ რეალობაში ვრჩები ბრძოლაში და ვრჩები პარტიაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმის. ამის შემდეგ ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას რა ხარისხით ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში. თუმცა ენერგიით ვიქნები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში", - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


