აკაკი მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიული თანამდებობები დატოვეს
30/01/2023 08:59:09 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.
ბაჩო დოლიძეს პარტიაში საორგანიზაციო მდივანის პოზიცია ეკავა, ხოლო აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო.
" არ ვაპირებთ ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას. ვულოცავ ხაბეს. მე ვრჩები პარტიის რიგებში და ვაგრძელენ ბრძოლას „ოცნებასთან“. სამწუხაროა, რომ იმ გუნდმა, რომელსაც წარმოვადგენდი, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. არ მინდა გამარჯვებულ გუნდთან თავდასხმად ჩაითვალოს, არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას და ფეხის დადებას. მიმაჩნია, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.
ამასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებს გიორგი პატარაია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.


