წიკლაური: "ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში პოლიტიკაზე გაიმარჯვა"
30/01/2023 10:53:22 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა.
„დემოკრატიული ტრადიცია, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს, არის ფასდაუდებელი ყოველი ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიმაჩნია და ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე, რაც არის ზიანის მომტანი საერთო საქმისთვის. პოლიტიკური მიზნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება“, – წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.


