Accentnews.ge
დაუშვილი: "ენმ-ის არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა"

დაუშვილი: "ენმ-ის არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა"

30/01/2023 11:00:42 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ვინ გაიმარჯვა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და, როგორც ჩანს, არც სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს".

„ამ არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და ეს რეალობაა. ჩვენთვის ეს იქნება კიდევ ერთი მოტივაცია, რომ მეტად აქტიურად და ძირფესვიანად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S