Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი: "ევრორეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია"

პრემიერ–მინისტრი: "ევრორეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია"

30/01/2023 11:33:30 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია. ამის შესახებ მან ავსტრიის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა არის უკვე შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ აუცილებელია ასევე ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის დასრულებას, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია შემდეგია – ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S