Accentnews.ge
ავსტრიის კანცლერი: "საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის"

ავსტრიის კანცლერი: "საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის"

30/01/2023 12:24:17 პოლიტიკა

"საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის", - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებას დაჰპირდა.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია, ჩვენ ყველას ძალიან გვაშფოთებს და გვაშინებს, ლაპარაკია უკრაინაში ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანების ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას ავტომატურად, თავისთავად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მე მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მართლაც მარტივი არ არის, რადგან ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და საქართველოს მთავრობისთვის ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში. თუმცა, ამავდროულად მინდა, ჩემი მხრივ გარანტია მოგცეთ და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღგითქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კანცლერმა.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S