ევროკავშირის საბჭო – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
30/01/2023 13:06:41 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ შორის საქართველოც არის ნახსენები.
„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


