კობა ნაყოფია: "ვტოვებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას და პოლიტსაბჭოს, ვრჩები რიგით წევრად"
30/01/2023 15:15:12 პოლიტიკა
"ვტოვებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას და პოლიტსაბჭოს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იგი პარტიაში რჩება მანამ, სანამ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მიეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება.
"თქვენს ეთერში მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის "პოსტს", ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა. პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება", - ამბობს კობა ნაყოფია.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.


