ქარუმიძე: "საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით რჩება პირველ ადგილზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის და უსწრებს ევროკავშირის 9 წევრ ქვეყანას"
31/01/2023 09:17:41 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატის ლევან ქარუმიძის განცხადებით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ინდექსის გათვალისწინებით, ევროკავშირის 9 წევრ ქვეყანას უსწრებს - ამის შესახებ ლევან ქარუმიძემ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.
"+1 ქულა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში. საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით რჩება პირველ ადგილზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის და უსწრებს ევროკავშირის 9 წევრ ქვეყანას," - წერს ლევან ქარუმიძე.


