Accentnews.ge
იასკო: "მერაბიშვილი ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში"

იასკო: "მერაბიშვილი ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში"

31/01/2023 10:11:42 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო აცხადებს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის ოპერაცია დაგეგმა, ექს–პრემიერი ვანო მერაბიშვილი არაა. ამის შესახებ ლიზა იასკომ 30 იანვარს „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა იასკოს ჰკითხა, იგულისხმება თუ არა ვანო მერაბიშვილი, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილისთვის ღალატზე მიდის საუბარი.

„მე არ მინდა სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა არავინ. როდესაც კარგად ვიცოდი ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა იმ დროს. ალბათ, ვანოს რაც ჰქონდა სათქმელი, თვითონ თქვა. მე ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის, მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან“, განაცხადა იასკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S