Accentnews.ge
ნაცვლიშვილი: "ენმ-ში გაიმარჯვა წარსულმა, თანამშრომლობის რესურსს ვერ ვხედავთ"

ნაცვლიშვილი: "ენმ-ში გაიმარჯვა წარსულმა, თანამშრომლობის რესურსს ვერ ვხედავთ"

31/01/2023 10:19:06 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა.

მისი თქმით, ახლა „ლელო“ ენმ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავს.

"მე ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ, მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა – მომავალმა და მომავლის ხედვებმა. ამიტომ „ლელო“ ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს მომავალზე, დასავლურ მომავალზე, უსაფრთხო მომავალზე და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება, მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება არის და მომავალზე ორიენტირება არის, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას პარტიაში, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში, აი, ამ მეთოდებმა გაიმარჯვა, სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებსა და რესურსებს ახლა ნამდვილად ვერ ვხედავ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S