Accentnews.ge
ხაბეიშვილი: "სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ენმ მზად არის, მანდატები დათმოს და ოფისები „ოცნებას" გადაუფორმოს"

ხაბეიშვილი: "სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ენმ მზად არის, მანდატები დათმოს და ოფისები „ოცნებას" გადაუფორმოს"

31/01/2023 12:55:36 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა „ვივამედთან" ჟურნალისტებს განუცხადა რომ პარტია მზად არის, ბევრი რამ დათმოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი, რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ "ოცნებას" პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა", მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ, მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამას უნდა მოჰყვეს შედეგი. თუ შედეგი იქნება ყველა მზად არის დატოვოს ყველაფერი და გავუფორმოთ ოფისები. ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს ცენტრალურ ოფისში და იქ დაჯდეს. სხვა შემთხვევაში ვიღაცების აზრები ნაკლებად მაინტერესებს, შედეგი დადგება?! - ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S