Accentnews.ge
„ვივამედის“ დირექტორი: "მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს"

„ვივამედის“ დირექტორი: "მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს"

31/01/2023 19:19:57 პოლიტიკა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ "ტვ იმედთან" ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მისი თქმით, პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, ხოლო მისი მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს.

ჩხაიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ პაციენტი სააკაშვილი იღებს „ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს“:

„ეს არის მინიმალური რაოდენობა კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში, ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს განაცხადა, რომ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით, უფრო სწორად, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს, როგორც თვითონ აღნიშნა, გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს“.

31 იანვარს, დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - თქვა მან.

მოგვიანებით გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მზადდება რეანიმაციული პალატა და გადაჰყავ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ელოდება, როდის გადაიყვანენ.

28 იანვარს ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

იხილეთ ასევე: "მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტები გადააკეთეს და სიმაღლე შეამცირეს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S