ფეიგინი – "20 თებერვალს ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha"
01/02/2023 07:58:58 პოლიტიკა
უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ გლობალურ აქციას აანონსებს.
ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციები სხვადასხვა ქვეყნებში 20 თებერვალს გაიმართება.
"საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha" - წერს ფეიგინი და მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, ჩაერიონ პროცესებში.


