Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი: "კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მიემტვრევათ"

ლევან ხაბეიშვილი: "კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მიემტვრევათ"

01/02/2023 08:53:46 პოლიტიკა

"იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ექს–პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დროულად დასრულდეს.

“მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის კრიმინალი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი რომ უზის და აყალბებენ, მათ შორის კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევათ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემტვრევათ. ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს. ყველა ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდეს, პროცესი იწელება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ და ვერ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S