Accentnews.ge
ხაბეიშვილი მის მიმართ კრიტიკას პასუხობს: "თუ ვინმეს უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა"

ხაბეიშვილი მის მიმართ კრიტიკას პასუხობს: "თუ ვინმეს უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა"

01/02/2023 09:14:53 პოლიტიკა

„არჩევნები მორჩა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა არჩევანი გააკეთეს, ჩვენ და ჩვენს ხალხს ჰყავს მთავარი მტერი, ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. ამაზე ვკონცენტრირდეთ, ესაა მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა“ – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მის მიმართ თანაგუნდელების კრიტიკას.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არჩევნები მორჩა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავმჯდომარედ ის აირჩიეს.

„გუშინ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გავაკეთე განცხადება, შესაბამისად, ვინმეს რამე თუ არ მოეწონა, ვინმესთვის რამე თუ გაუგებარია, ჰკითხეთ მას. ჩვენ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. არჩევნები მორჩა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა არჩევანი გააკეთეს, ჩვენ და ჩვენს ხალხს ჰყავს მთავარი მტერი, ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. ამაზე ვკონცენტრირდეთ, ესაა მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა. თუ ვინმეს რამე გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით და არის მოტივირებული ვინმეს ეკინკლაოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე“, – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S