Accentnews.ge
სააკაშვილი: "ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის"

სააკაშვილი: "ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის"

01/02/2023 09:25:52 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესა და დარბაზში შეკრებილებს აჩვენა, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ამჟამად.

"ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის. ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მინდა მოგმართოთ თქვენ – ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს, “- თქვა მან [სრული ციტატა ეკუთვნის „მთავარ არხს“].

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს უკრაინულ ენაზეც მიმართავს.

მოსამართლემ მოგვიანებით ჩართვის ლინკი გათიშა და მიხეილ სააკაშვილს უთხრა ჩაეცვა, რადგან ის უკვე აღარ ჩანდა.

ცოტა ხნის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავადვე აღარ ისურვა განმეორებით ჩართვა, სხდომა კი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S