"ფლანგვის დეტექტორი": "საქართველოში ხშირია კორუფციის რისკის შემცველი “მბრუნავი კარის პრინციპი”
01/02/2023 09:43:47 პოლიტიკა
"ფლანგვის დეტექტორი" აცხადებს, რომ "საქართველოში ხშირია კორუფციის რისკის შემცველი “მბრუნავი კარის პრინციპი”, ანუ შემთხვევები, როდესაც პარლამენტის ყოფილი წევრები პოლიტიკიდან ბიზნესში მიდიან, ან პირიქით".
"ვანო ზარდიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ნუკრი ქანთარია, ლერი ხაბელოვი და კარლო კოპალიანი – ეს იმ პარლამენტართა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მანდატის შეჩერების შემდეგ საქმიანობა სახელმწიფო საწარმოებში განაგრძეს.
სრული ინფორმაცია IX მოწვევის პარლამენტარების შესახებ, რომლებიც მანდატის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო საწარმოებში გადაბარგდნენ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ. ბმული კომენტარებში", – აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".


