Accentnews.ge
კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე: „ტანგოს ორი სჭირდება“

კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე: „ტანგოს ორი სჭირდება“

01/02/2023 13:27:02 პოლიტიკა

რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად და გადაწყვეტილების მისაღებად თბილისის მზაობას ელის. ამის შესახებ რუსულ "РБК"-ს რუსმა სენატორმა, კარასინი-აბაშიძის ფორმატის მონაწილემ რუსული მხრიდან გრიგორიკარასინმა განუცხადა.

"ჩვენ ამ საკითხს ბუნებრივია, განვიხილავთ, ვცვლით ჩვენს მოსაზრებებს. მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა, "ტანგოს ცეკვა ორი მოცეკვავე სჭირდებაო" და თუ ერთ-ერთი ეჭვებშია, ზედმეი ზეწოლა საჭირო არაა. ასეთი [აღდგენის - რედ.] შესაძლებლობა არსებობს, ხოლო როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული - ეს მარტო რუსულ მხარეზე არაა დამოკიდებული" - აღნიშნა მან.

მანამდე ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შემდეგი აღნიშნა:

„თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

რუსეთის მიერ 2019 წელს ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S