Accentnews.ge
ფოტიგა: "ხვალ ევროპარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართება"

ფოტიგა: "ხვალ ევროპარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართება"

01/02/2023 14:34:19 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

მისი თქმით, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატების გამართვა მოითხოვა და მის წინადადებას სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დებატების გამართვას "ევროპის სახალხო პარტია" მხარს უჭერს.

მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა". ის აღნიშნავს, რომ "სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S