Accentnews.ge
The Economist სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს: "საქართველო გადავიდა კრემლის ორბიტაზე"

The Economist სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს: "საქართველო გადავიდა კრემლის ორბიტაზე"

01/02/2023 15:15:25 პოლიტიკა

"საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა", - ამ სათაურით სტატიას საერთაშორისო გამოცემა The Economist აქვეყნებს. მისი ცნობით, "ქვეყანას დასავლეთი ოდესღაც თავისუფლების შუქურად აღიქვამდა".

სტატიის ავტორი იხსენებს 2005 წელს აშშ–ის ექს–პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტს, როცა იგი მიესალმა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს, მადლობა გადაუხადა ერაყში ჯარების გაგზავნისთვის და საქართველოს "თავისუფლების შუქურა" უწოდა. ავტორი იხსენებს იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ნათქვამ ბუშის სიტყვებს, რომ საქართველოს ჰყავდა "სოლიდური მეგობარი ამერიკაში".

"ამ დღეებში სწორედ კრემლი ადიდებს საქართველოს, ქვეყანას, რომელშიც 2008 წელს შეიჭრა, მისი ხაზის გატარებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შეერთებაზე უარის თქმისთვის", - ნათქვამია სტატიაში.

The Economist წერს, რომ 55 წლის მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ებრძვის დემენციასა და კუნთების ატროფიას. გამოცემის ცნობით, მათი კორესპონდენტისთვის გაგზავნილ წერილში მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

"გარდა ყველა სახის ცუდი სიმპტომებისა, რაც სასოწარკვეთაში მაგდებს არის მეხსიერების საშინელი დაკარგვა", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

გამოცემა ამბობს, რომ სააკაშვილის თქმით, იგი მოწამლეს.

"ქართული ოცნება", პარტია, რომელიც ბ-ნმა ივანიშვილმა დააარსა, ძალაუფლებას არეულობისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიშის დანერგვით ინარჩუნებს. თუმცა, ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკით, მაგრამ ისინი ასევე აღშფოთებულები არიან მისადმი არაადამიანური მოპყრობით. [....] სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შანსებს. კანონის უზენაესობის სხვა დარღვევები მოიცავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი კერძო ტელეარხის მმართველის, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთას აშკარად გაყალბებული ბრალდებებით. პოლიტიკური ოპოზიცია თვალთვალის ქვეშაა. ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნა საქართველოს გასულ ივნისში უკან დაუბრუნდა 12 მოთხოვნით, რომელთა შესრულებასაც მთავრობა, როგორც ჩანს, არ ჩქარობს", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ახსენებს "ხალხის ძალასაც", რომელსაც უფრო რადიკალურ ანტიდასავლურ მოძრაობად მოიხსენიებს. მედიის შეფასებით, "მათი რიტორიკა და პოლიტიკა, მათ შორის შემოთავაზებული კანონპროექტი "უცხოური აგენტების" აკრძალვის შესახებ, ჰგავს კრემლის ტაქტიკის ზუსტ ასლს".

"საქართველო ჯერ-ჯერობით მაინც ნაკლებად ავტორიტარულია, ვიდრე რუსეთი ან ბელარუსი, მაგრამ ის ძალიან სწრაფად მიიწევს კრემლის ორბიტისკენ. პუტინის სიამოვნების მიზნით [საქართველოს] ხელისუფლებამ უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა ან ის საზენიტო სარაკეტო სისტემები დაებრუნებინა, რაც უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადასცა", – ნათქვამია სტატიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S