ბროუდერი: „სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს ჰგავს“
01/02/2023 16:08:06 პოლიტიკა
„მაგნიტსკის კანონის“ ინიციატორის ბილ ბროუდერის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღივს“ ჰგავს.
ბროუდერმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე სასამართლოზე დისტანციურად ჩართული სააკაშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "იგი პატიმრობაში კვდება“.
„მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები სასამართლოდან. იგი საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს ჰგავს. დაკარგა წონის 40% და პატიმრობაში კვდება. იხვეწება, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისთვის გაათავისუფლონ. დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ ევროპაში“,– წერს ბროუდერი.


