Accentnews.ge
ერმაკი: "სააკაშვილის ფოტოები საერთაშორისო პარტნიორებს გავუგზავნე, მისი უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს"

ერმაკი: "სააკაშვილის ფოტოები საერთაშორისო პარტნიორებს გავუგზავნე, მისი უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს"

01/02/2023 16:14:15 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტვიტერში” პირად გვერდზე წერს და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ფოტოები პარტნიორებს გაუგზავნა.

“ჩვენ ვგმობთ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას. ასევე, პირობები, რომელშიც იგი იმყოფება, საშინელია. დღეს ეს ფოტოები საერთაშორისო პარტნიორებს გავუგზავნე. მიხეილს მკურნალობა სჭირდება. მისი უკრაინაში დაბრუნება უნდა მოხდეს”, - წერს ერმაკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S