Accentnews.ge
ბრეგაძე: "სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს"

ბრეგაძე: "სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს"

01/02/2023 16:19:34 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის "ობიექტური მიზეზი არ არსებობს".

მისი თქმით, რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიზანი "ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრება" იყო.

"2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები. "ვივამედის" დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვებს მიღებისთვის შეიძლება, არსებობდეს. მსჯავრდადებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში,სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა, ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს ენმ–ის წევრმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S