Accentnews.ge
ზურაბიშვილი სააკაშვილის შესახებ: "არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი"

ზურაბიშვილი სააკაშვილის შესახებ: "არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი"

01/02/2023 16:40:11 პოლიტიკა

"არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი შეეხო ევროპული საბჭოს ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, "უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი უთხრეს, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდებოდა კონკრეტული პირობების შესრულება სტატუსის მისაღებად".

სტატიაში წერია, რომ "ზურაბიშვილს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტი აქვს, თავის გეგმებზე არ უსაუბრია".

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დადგა დრო ევროპამ "სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს". მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ, შესაძლოა, რუსეთი გაათამამოს.

"თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არის რაღაცები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ უნდა წავიდეთ წინ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S