Accentnews.ge
აბაშიძე კარასინთან საუბრის შესახებ: "ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი"

აბაშიძე კარასინთან საუბრის შესახებ: "ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი"

01/02/2023 17:37:15 პოლიტიკა

"ორჯერ მოვისმინე ჩანაწერი, ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩანაწერში, რომელიც მათ შორის "აქცენტმა" მეილზე მიიღო, ზურაბ აბაშიძისა და რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის საუბარია ასახული.

როგორც აბაშიძემ "საქართველოს პირველ არხს" განუცხადა, გრიგორი კარასინთან აღნიშნული საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა.

აბაშიძის თქმით, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მხრივ რთული ვითარება შეიქმნა.

მისი განცხადებით, კარასინთან კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ჰქონდა.

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა, ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე, სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“,- განუცხადა აბაშიძემ "საქართველოს პირველ არხს".

საუბრის მიხედვით, აბაშიძესა და კარასინს მხედველობაში ჰქონდათ ქვეშეთი-კობის გზაზე მიმდინარე მშენებლობა. ის მოიცავს 2-ზოლიან ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ გზას, 6 ხიდსა და 5 გვირაბს, მათ შორის, ერთი გვირაბი 9 კმ-იანი იქნბა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია ორ ლოტად.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ.

2022 წლის მაისში ზურაბ აბაშიძემ აცხადებდა, რომ კარასინთან განიხილა ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარება.

ქვეშეთი-კობის გზაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხს გასული წლის სექტემბერში შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა. ბიჭვინთის აგარაკის თემაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება“.

„ხედავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, (ქვეშეთი-კობის გვირაბი, საქართველოს ტერიტორიაზე. რედ.) რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას, აფართოებენ ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ გსურთ სურათის მთლიანობაში დანახვა“, - განაცხადა შამბამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S