ხაბეიშვილი: "სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ჩალაძე უხელმძღვანელებს"
01/02/2023 18:49:32 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პარტიის პირველი პრიორიტეტია.
მისი თქმით, ამ საკითხზე შეიქმნება ჯგუფი, რომელსაც ენმ–ის წევრი გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ამ ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის შტაბებზე, რომლებზეც ვლაპარაკობდით, ამ შტაბების გახსნა. იცით, რომ გიორგი ჩალაძესთან დავასრულეთ ამ მიმართულებით კონსულტაციებიც, მოლაპარაკებები. გაკეთდება ჯგუფი, გიორგი უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება", - განაცხადა მან.


