Accentnews.ge
ელჩი - სააკაშვილის საქმეზე: "ყურადღებით ვაკვირდებით, შეშფოთების საგანია"

ელჩი - სააკაშვილის საქმეზე: "ყურადღებით ვაკვირდებით, შეშფოთების საგანია"

02/02/2023 08:29:45 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესები შეშფოთებას იწვევს.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ჩვენი და სხვა ქვეყნების მთავრობებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს. ეს არის შეშფოთების საგანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მან აღმოუჩინოს ის საჭირო დახმარება რაც ჭირდება მას და რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა და შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა" - განუცხადა ჟურნალისტებს ელჩმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით აჩვენა, რა მდგომარეობაში იმყოფება.

საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი სააკაშვილისთვის პატიმრობის შესაძლო გადავადების ან მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილი თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ამჟამად დგას სარეანიმაციო განყოფილებაში მისი გადაყვანის საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S