Accentnews.ge
17 არასამთავრობო სააკაშვილზე სასამართლოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

17 არასამთავრობო სააკაშვილზე სასამართლოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

02/02/2023 09:22:06 პოლიტიკა

საქართველოში მოქმედი 17 არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს მოუწოდებს, "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების ფონზე უმოკლეს დროში მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება".

მათი თქმით, "სააკაშვილის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის მიერ არის დაფიქსირებული.

“სახალხო დამცველის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი. ეს დაადასტურეს სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმაც, კერძოდ:

  • ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სააკაშვილს არასწორად მკურნალობენ და იგი საჭიროებს ქელატაციური თერაპიით დეტოქსიკაციას;
  • ჯეიმს კობიმ ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ მკურნალობის დაგვიანდება, იგი მოძრაობის უნარს დაკარგავს;
  • თავად კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ბოლო თვეებში სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია”, — აცხადებენ ხელმომწერები ორგანიზაციები.

მათი თქმით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომა “ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს”:

“აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სასამართლოს, გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი”

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S